Welcome Party
05 ნოემბერი 2026
8 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის ეზოში ჩატარდა Welcome Party თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლის მუსიკალურ ნაწილზეც იზრუნეს Barni-მ და Skazz-მა.
Welcome Party-ს ფარგლებში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ. ასევე, მათ დააჯილდოვეს:
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველკურსელები, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ
- თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხული ოლიმპიელები
- საველე პრაქტიკის ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის, სამართლის სკოლის, ბიზნესის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის სურსათის ტექნოლოგიის პროგრამის და ვეტერინარული მედიცინის პროგრამის საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს გადაეცათ კერძო კომპანიების დაწესებული ერთწლიანი სასწავლო გრანტი.