2023 წლის საველე პრაქტიკა
17 აგვისტო 2023
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების 1200-მდე სტუდენტი 15 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10 დღით იყო ზემო სვანეთში, თუშეთში, ზემო აჭარაში, ლეჩხუმში, ჯავახეთში, ლაგოდეხსა და ბორჯომში საველე პრაქტიკაზე. წელს ჯამში 32 ასეთი ბანაკი იყო.
საველე პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები 10 დღით საველე ბანაკებში ნაწილდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უნივერსიტეტების მიერ შერჩეული კოორდინატორების ზედამხედველობის ქვეშ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მოხალისეობრივი შრომით დაასუფთავეს სხვადასხვა ტერიტორია, მოაწესრიგეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაეხმარნენ ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმეებში.
საველე პრაქტიკა არის საგანი, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების თითოეული პროგრამის ნაწილია. მისი შექმნის და დანერგვის იდეა უნივერსიტეტების დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის.
2013 წლიდან საველე პრაქტიკის ფარგლებში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების უკვე 10 000-ზე მეტმა სტუდენტმა შეიძინა საველე პირობებში ამოცანების გუნდურად გადაწყვეტის ფასდაუდებელი გამოცდილება.
მსგავსი სიახლეები
06 ივლისი 2023
კახა ბენდუქიძის კამპუსში გალერეა გაიხსნა
11 აგვისტო 2023
წუწაობა 2023
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023