C[A]R არქიტექტურის კლვევის ცენტრი
C[A]R - არქიტექტურის კვლევის ცენტრი, წარმოადგენს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, VA[A]DS, არქიტექტურის პროგრამის ბაზაზე დაფუძნებულ კვლევით ერთეულს.
C[A]R-ის ამოცანაა არქიტექტურის კვლევის ფართო კონცეპტუალური ხედვის მხარდაჭერისა და კვლევითი პრაქტიკის ინსტიტუციონალიზება.
C[A]R-ში თავმოყრილი კვლევისა ის მრავალმხრივ მიმართულებები, რომლებიც 2018 წელდან არქიტერქტური პროგრამის ამოქმედების შემდეგ შედგა. ამ წლების განმავლობაში, VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამა თავად წარმოადგენდა პლატფორმას თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ არქიტექტურული ცოდნის განვითარებისათვის, ხოლო CAR-ის დაფუძნებით თავისუფალმა უნივერსიტეტმა ამ სფეროში კვლევების მხარდაჭერის ფორმალიზება მოახდინა.
C[A]R-ი არქიტექტურის პროგრამის ბაზაზე მოქმედი ინსტიტუციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი პროექტების განვითარებას არქიტექტურის, ურბანიზმის, ლანდშაფტისა და სივრცითი აზროვნების ფართო სფეროში. ცენტრი მხარს უჭერს აკადემიური პერსონალის კვლევით ინიციატივებსა და ხელს უწყობს სტუდენტების კვლევით უნარების განვითარება, კვლევითი ასისტენტობის ფორმით. იგი ახალისებს ინტერდისციპლინურ კვლევებში თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ამასთანავე, უზრუნველყოფს პროექტების წარმორჩენას საჯარო ფორმატებში.
თემატურად, C[A]R-ი იმ კვლევითი მიმართულებებს აერთიანებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის პროექტებიდან წარმოიშობა და, ამავდროულად, ეფუძნება არქიტექტურის სასწავლო პროგრამაში არსებულ მრავალფეროვან მიდგომებს. ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა „ქალაქის არქიტექტურა“ („თბილისის ტიპოლოგია“, „RE: City“), „ტრადიციული არქიტექტურა და კულტურული ლანდშაფტები“ („დარბაზის დიალოგები“, „ონის სკოლა“), რურალურ-ურბანული ურთიერთკავშირები („რეგიონული ურთიერთკავშირები“, „სოფლის დაპროექტება/Designing the Countryside“), ასევე „შენობის ეფექტიანობა და ახალი ტექნოლოგიები“, ცენტრის საქმიანობის ძირითად ჩარჩოს განსაზღვრავს, ხოლო ცალკეული პროექტები არქიტექტურული კვლევის ახალ და განვითარებად მიდგომებს წარმოაჩენს.
მეთოდოლოგიურად C[A]R-ის ერთერთი პრინციპი კვლევების საჯარო ხელმისაწვდომობაა. ცენტრი ხელს უწყობს ისეთი ფორმატებს, რომლებიც არქიტექტურულ კვლევებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს, იმის გათვალისწინებით, რომ არქიტექტურული საქმიანობა თავისი არსით საზოგადოებრივი მოვლენაა. გამოფენები, პუბლიკაციები, სიმპოზიუმები და საველე სამუშაოები მხოლოდ ნაწილია იმ ფორმატებისა, რომლებშიც ცენტრის საქმიანობა იქნება გამოხატული.
C[A]R-ი ეფუძნება ისეთ ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტი (ETH Zurich), დანიის სამეფო აკადემია, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (UC Louvain, ბრიუსელი), ოსტფალიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და სხვა.
ცენტრის საფუძველი იმ მკვლევართა და პრაქტიკოსთა ჯგუფია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის კვლევით მიმართულებას. პარალელურად, ცენტრის ამოცანაა ამ პროფესიული არეალის გაფართოება, როგორც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი, ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებით.
Darbazi Dialogues Field School (2026)
Field based research program researching, documenting, and recording darbazi house types in southern Georgia.
Tbilisi Typology (2025-2026)
Research, re-drawing, and analysis of over 75 housing case studies in Tbilisi, resulting in a significant publication about Tbilisi housing typolgy published by Park Books, Switzerland.
Futures of Tomorrow Website (2025)
Development of a web platform for research into 20th-century state farm infrastructures of Georgia. www.futuresoftomorrow.org
Darbazi Dialogues Website (2025)
Development of a web platform for Dabazi Dialogues research findings. www.darbazi.org
Regional Relationships (2024-2025)
Series of research-based design studios focused on regional development of selected Georgian towns and cities.
Sound in Space (2023)
Experimental Sound-based Mapping Workshops and lectures.
დარბაზული საუბრები (Darbazi Dialogues) 2023
Darbazi Dialogues არის კვლევით-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული საცხოვრებლის განსაკუთრებული სახეობის, დარბაზული სახლის აღწერას, კვლევას და მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებას.
კერძო სახლის არქიტექტურული პროექტი (2022)
Tbilisi Typology (2022)
Drawing workshop with Christ & Gantenbein Chair, ETH Zurich
http://www.christ-gantenbein.arch.ethz.ch/seminar-week/tbilisi
Oni Skola (2022)
Research, design, and building platform about the history and future of wooden architecture in Georgia. Collaboration between VA[A]DS Architecture, the Royal Danish Academy, Oni Carpentry School, and Dinesen Project lead: Peter Møller Rasmussen, Ramaz Kiknadze, Josefine Bols, Jesse Vogler Project funding: New Democracy Fund
XIX-XX თბილისის საცხოვრებელი სახლის ტიპოლოგია (2022-2025)
XIX-XX თბილისის საცხოვრებელი სახლის ტიპოლოგიის კვლევა პუბლიკაციის მომზადების მიზნით.