GE

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

ინსტიტუტის შესახებ

2007 წელს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. 2018 წლიდან კი ის კვლევითი ცენტრის სახით აგრძელებს საქმიანობას. 2011 წელს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ხელშეწყობით მომავალ დიპლომატთა კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც პირველი სტუდენტური კლუბი გახდა დიპლომატიის სფეროში საქართველში.

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან და მომავალ დიპლომატთა კლუბთან. წარმატებული თანამშრომლობის მაგალითებია სხვადასხვა კონფერენციები, სემინარები თუ ექსპედიციები. მათ შორის აღსანიშნავია, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციები: "დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი", "აღმოსავლურ-დასავლური დივანი". ასევე განხორციელდა ერთობლივი პროექტები: "უსაფრთხოების კონცეფციები და კონფლიქტის მართვა: ნატოს, გაეროს და ევროკავშირის როლი" (ასპენის ინსტიტუტთან ერთად); ზამთრის სკოლა "ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები საქართველოში: საბჭოთა დეპორტაციები"; დიპლომატიური უიქენდი: "ქართული დიპლომატია XXI საუკუნეში". 

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მიზანია:

ინსტიტუტი მჭიდროდ არის დაკავშირებული და ინტენსიურად თანამშრომლობს არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან, არამედ სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის სოციალურ მეცნიერებების პროგრამებთან. ამ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიზანი აქვს, მათ შორის, აკადემიური კავშირების შექმნა და გამოცდილების ურთიერთგაცვლა, სამეცნიერო პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა ინსტიტუტის საქმიანობაში და სტუდენტების ინტეგრირება კვლევით პროექტებში.

კორეის შემსწავლელი სპეციალისტების სამხრეთ კავკასიური სემინარი (2023)

პროექტი დაფინანსებულია კორეის ფონდის მიერ. პროექტი მოიცავდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) უნივერსიტეტების და სასწავლელებლის გამოცდილების გაზიარებას კორეისტიკის და კორეული ენის სწავლების სფეროში;


იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტოს (JICA) და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის პროექტი (2022 - 2023)

იაპონიის შემსწავლელი განათლების პროგრამა. პროექტი მიზნად ისახავდა სალექციო კურსის შექმნას, რომელიც მოიცავდა იაპონიის შემსწავლელი მეცნიერებების სხვადასხვა საკითხს (მაგ., იაპონიის საგარეო პოლიტიკა, იაპონური კლასიკური ლიტერატურა, იაპონური მენეჯმენტი).


NIU Emerging Leaders Fellowship (2021)

კორეის განათლების ეროვნული ინსტიტუტი, კორეის განათლების სამინისტროს პროექტი კორეის შემსწავლელი მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციის შესახებ;


წარმოშობის ფილოსოფია ვასუბანდჰუს „ლოკანირდეშაში“ („აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია“, ნაწილი III) (2017 - 2018)

კვლევითი გრანტი დოქტორანტებისთვის, შოთა რუსთაველის ევორნული სამეცნიერო ფონდი, 


International Institute for Asian Studies, Leiden, Netherlands, affiliated fellow. (2017)

მკვლევარი, აზიური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, ლაიდენი,


ისლამური სახელმწიფო და საფრთხეები პოსტ-საბჭოთა ცენტრალურ აზიაში (2016)

პროექტი მოიცავდა ცენტრალურ აზიაში მიმდინარე საფრთხეების კვლევას და კვლევის შედეგების წარმოდგენას.


კორეული ენის სამხრეთკავკასიური სემინარი (2015 - 2019)

პროექტი მოიცავდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) უნივერსიტეტების პროფესორების და ლექტორების გამოცდილების გაზიარებას კორეისტიკის და კორეული ენის სწავლების მიმართულებით;


ისლამური ფუნდამენტალიზმი ჩრდ. კავკასიაში და მისი კავშირები ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ფუნდამენტალიზმთან (2014)

პროექტი მიზნად ისახავდა ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტში კვლევის ჩატარებას ისლამური ფუნდამენტალიზმის შესახებ ჩრდ. კავკასიაში


ქაროსანიძე, თ. (2022). ისლამური სახელმწიფო ხორასანში - ახალი გამოწვევა ავღანეთისთვის. ახლო აღმოსავლეთის და საქართველო, XIV, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი


ქაროსანიძე, თ. (2022). აბუ მუჰამმად ალ-ჯულანი - ჯიჰადისტი თუ პოლიტიკოსი? აღმოსავლეთმცოდნეობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, N11. 197-210


ქაროსანიძე, თ. (2022). სალაფიზმი, რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, რედ. ბექა მინდიაშვილი, თბილისი. 452-454


ქაროსანიძე, თ. (2022). ჯიჰადი, რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი. რედ. ბექა მინდიაშვილი. თბილისი. 469-471


ქილარჯიანი, ნ. (2021). „სიჰიზმი“, რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, გვ. 535-474,


ქილარჯიანი, ნ. (2021). „ენა და წარმოშობის ბუდჰისტური თეორია (აბჰიდჰარმაკოშაბჰაშია“, III, 28)”, Free University Journal of Asian Studies, (3).


Karosanidze, T. (2021). Covid-19 and Jihadist Terrorist Groups: Challenges or Opporunitties? Journal of Asian Studies, Free University, Journal of Asian Studies, N3


Karosanidze, T., Narimanishvili, G. (2021). The Concept of the Islamic Caliphate Since the Prophet Muhammad Till The Islamic State. Journal of Asian Studies, N4


Karosanidze, T. (2020). Neighbouring Insurgency: the case of Radicalization in Georgia (with Elena Pokalova), Central Asian Survey


Karosanidze, T. (2020). Leadership in Jihadist Terrorist Organizations. Journal of Asian Studies, Free University, Journal of Asian Studies, N2


Karosanidze, T. (2020). Social Media Language during the Arab Spring in Egypt and Tunisia. G. Tsereteli Institute of Oriental Studies – 60, Selected Papers 1960-2020, ILIA State University, ILIA State University Press. 392-398


ქაროსანიძე, თ. (2019). ისლამური სახელმწიფო და რადიკალური ისლამის საფრთხე ცენტრალურ აზიაში ("Islamic State" and Islamic Radicalization Threat in Post-Soviet Central Asia"), აზიური კვლევების ჟურნალი, N1. ისლამური სამყაროს და არაბული კვლევების შემსწავლელი ცენტრი


აციტაძე, გ. (2018). ქართველები ირანში XVI-XVII სს. 135 გვ.


აციტაძე, გ. (2018). ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვული ბროგრამის ისტორიიდან. 22 გვ.


ქაროსანიძე, თ. (2018). Social Media Language during the Arab Soring in Egypt and Tunisia. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, IX, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი. 479-487


ქილარჯიანი, ნ. (2017) კონსულტანტი, წიგნისათვის „რელიგიები თანამედროვე გამოწვევათა წინაშე“, Konrad Adenauer Stiftung, 


კაციტაძე, გ. (2017). ”ირან-გერმანიის ურთიერთობათა ისტორიიდან”, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 120 გვ.


კაციტაძე, გ. (2016). სასწავლო-სამეცნიერო ტურიზმი ტაო-კლარჯეთში. შედეგები და პერსპექტივები (თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მაგალითზე.), გვ. 144, მოხსენებათა თეზისები, საერთაშორისო კონფერენცია ტაო-კლარჯეთი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველოლოგიური სახლი, თბილისი. 


ქაროსანიძე, თ. (2016). ახალი ტალღის ტერორისტები: ულიდერო ჯიჰადი. ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული, V, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი. 217-232


კაციტაძე, გ. (2015). პოსტსაბჭოთა ცენტრალური აზიის გეოპოლოტიკა (რუსულ ენაზე). გამომცემლობა "ნეკერი". თბილისი, 160 გვ.


ქაროსანიძე, თ. (2015). ისლამური რადიკალიზმის ჩრდ.კავკასიაში და მისი კავშირები ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ფუნდამენტალიზმთან. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, თბილისი, 303-310


კაციტაძე, გ. (2014). ირან-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობები (ბისმარკის პერიოდი 1870-1890). (რუსულ ენაზე). გამომცემლობა "ნეკერი". თბილისი, 78 გვ.


ქაროსანიძე, თ. (2014). მუსლიმი ძმები და მათი როლი არაბულ გაზაფხულში ეგვიპტეში. აღმოსავლეთმცოდნეთა V საერთაშორისო კონფერენცია, შრომების კრებული, ქუთაისი


კაციტაძე, გ. (2013). ცენტრალური აზიის როლი რეგიონში უსაფრთხოების სფეროში (გერმანულ ენაზე). კრ. პერსპექტივა XXI  #9(2). თბილისი, გვ. 257-266


ქაროსანიძე, თ. (2013). დიპლომატიური საჩუქრების როლი არაბთა სახალიფოში შუა საუკუნეებში. ა. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი. შრომების კრებული


ჟურნალი

სამეცნიერო ჟურნალში "დუნიაში" სტატიების თემატიკა მოიცავს და ავტორებს შეუძლიათ აირჩიონ ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი, სხვა), შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა, სხვა) და ევროატლანტიკური მიმართულების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, სხვა) ქვეყნებიდან თემის მიმართულება და განავრცონ მოცემული თემატიკა შემდეგ სფეროებში:

ჟურნალში პუბლიკაციების გამოქვეყნება ასევე შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. სამეცნიერო პუბლიკაციები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი მიზანია ახალგაზრდა მკვლევარების ცოდნის გაზიარება.

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის  სამეცნიერო ჟურნალი „დუნია“ 2023 წელს შეიქმნა. ჟურნალი ქვეყნდება წელიწადში ერთხელ.