სტუდენტური საერთაშორისო ვორქშოფი “Science at Existing and Planned SMART|Labs in Georgia“
30 ოქტომბერი 2026
7-10 სექტემბერს Georgian-German Science Bridge (GGSB)-ის თანამშრომლობის ფარგლებში კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა სტუდენტური საერთაშორისო ვორქშოფი “Science at Existing and Planned SMART|Labs in Georgia“. ვორქშოფს ესწრებოდნენ გერმანიის 3 დიდი კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (FZJ), Helmholtz Zentrum Dresden-Rossendorf (HZDR), Helmholtzzentrum für Schwerionenforschung in Darmstadt (GSI) - დირექტორები, პროფესორები და მეცნიერები.
ვორქშოფზე პრეზენტაციები წარადგინეს როგორც წამყვანმა უცხოელმა და ადგილობრივმა მეცნიერებმა, ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 50-ზე მეტმა სტუდენტმა.
პრეზენტაციებისა და გასაუბრების საფუძველზე საუკეთესო სტუდენტები შერჩეულ იქნენ გერმანიის კვლევით ცენტრებში ვიზიტისთვის სტაჟირების გასავლელად, ასევე სამაგისტრო ნაშრომების შესასრულებლად.
ვორქშოფზე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება Helmholtz Zentrum Dresden-Rossendorf-სა და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს Prof. Dr. Sebastian Schmidt-მა (HZDR-ის დირექტორი, Helmholtz ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და GGSB-ს პრეზიდენტი) და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ.
GGSB თანამშრომლობის ფარგლებში აგრარულ უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს (Volkswagen Stiftung სამეცნიერო გრანტის მხარდაჭერით) SMART|Digital Development Lab და დაიგეგმა SMART|Tech Simulation Lab-ის დაარსება.