სამუშაო სესიები „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში
08 ოქტომბერი 2026
6 ოქტომბერს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ჯენიფერ მერფი როუმიგმა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის გამართა სამუშაო სესიები შემდეგ თემებზე:
- If You Can’t Beat Them, Join Them: Leveraging AI in Law Teaching
- Best Practices for Group Projects in Lawyering Skills
სამუშაო სესიების ფარგლებში გამართულ დისკუესიებს მოდერაციას უწევდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი გიორგი ბერაია.
ჯენიფერ მერფი როუმიგი ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პრაქტიკის პროფესორია და მისი აკადემიური გუნდის წევრია 2001 წლიდან. მისი სწავლებისა და პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამართლებრივი წერა, სამართლებრივი კვლევა, სამართლებრივი არგუმენტაცია, პროფესიული ეთიკა და იურისტების მიერ სოციალური მედიის გამოყენება. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის წიგნისა „Legal Literacy and Communication Skills: Working with Law and Lawyers“.
სამუშაო სესიების შემდეგ მონაწილეებისთვის კულინარიის აკადემიაში ჩატარდა სამოყვარულო კულინარიული კურსი, რომლის ფარგლებშიც მათ ერთად მოამზადეს და დააგემოვნეს ქართული კერძები.
შეხვედრები გაიმართა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.