GE

პროფესორ ჯენიფერ მერფი რომიგის საჯარო ლექცია

13 ოქტომბერი 2026

9 ოქტომბერს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ჯენიფერ მერფი რომიგმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე: “Back to the Future: How Tech Skills Plus Professional Judgment Make Tomorrow’s Lawyer.” მან განიხილა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში იურიდიულ პრაქტიკაში ტექნოლოგიური უნარებისა და პროფესიული მსჯელობის შერწყმის მნიშვნელობა. 

ჯენიფერ მერფი რომიგი ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პრაქტიკის პროფესორია და მისი აკადემიური გუნდის წევრია 2001 წლიდან. მისი სწავლებისა და პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამართლებრივი წერა, სამართლებრივი კვლევა, სამართლებრივი არგუმენტაცია, პროფესიული ეთიკა და იურისტების მიერ სოციალური მედიის გამოყენება. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის წიგნისა „Legal Literacy and Communication Skills: Working with Law and Lawyers“.

საჯარო ლექცია გაიმართა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

Us1 Us2 Us3 Us4 Us5