FreeUni Alumni Reunion 2026
06 ნოემბერი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში ტრადიციულად შეიკრიბნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები FreeUni Alumni Reunion-ის ფარგლებში.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ და კურსდამთავრებულთა დაარსებული ფონდის თანადამფუძნებელმა ირაკლი დოლიძემ. ღონისძიების მუსიკალურ ნაწილზე იზრუნა Skittlez-მა.
კურსდამთავრებულებისათვის უგემრიელეს კერძებსა და დესერტებზე იზრუნა კულინარიის აკადემიის ლექტორების დაფუძნებულმა ქეითერინგის და კვების ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიამ Salt.O • სალტ.ო.
ჩვენთვის ძალიან ძვირფასია FreeUni Alumni Reunion, რომელსაც ყოველწლიურად ასობით კურსდამთავრებული სტუმრობს