GE

ანანო ყავალაშვილმა სტაჟირების პროგრამა დაიწყო ევროპის საბჭოში

03 ნოემბერი 2026

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ანანო ყავალაშვილმა სტაჟირების პროგრამა დაიწყო ევროპის საბჭოში (Council of Europe) დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის განათლების დეპარტამენტში.

სტაჟირების პერიოდში ანანო იმუშავებს განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ისეთ თემებს, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, როგორ შეუძლია ციფრულ განათლებას დემოკრატიის გაძლიერება, როგორ შეიძლება ვიყოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები ციფრულ სივრცეშიც და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო სისტემებს.

ამ მიმართულებით ანანო ჩართული იქნება ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოსთვის რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში.

Martva1