2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა
10 ნოემბერი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2026-2027 აკადემიური წლის მეორე გაცნობითი პროგრამა 30 ოქტომბერს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
2026-2027 აკადემიური წლის მესამე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 20 ნოემბერს.