GE

სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის სამუშაო სესიები გაიმართა

09 ოქტომბერი 2026

7 ოქტომბერს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ჯენიფერ მერფი რომიგმა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალისთვის გამართა სამუშაო სესიები შემდეგ თემებზე:

  • Sharing Experiences in Teaching Legal Writing, Legal Analysis, and Legal Research, and Discussing the Key Topics to Be Covered in the Relevant Syllabi
  • Teaching and Assessing Oral Arguments and Oral Communication

სამუშაო სესიებში ასევე მონაწილეობდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 

გარდა ამისა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, რეზო ხოფერიამ პროფესორ რომიგს გააცნო სამართლის საბაკალავრო და ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამები. ამის შემდეგ პროფესორმა რომიგმა და აკადემიურმა პერსონალმა განიხილეს ამ პროგრამებში სამართლებრივი წერისა და კვლევის კომპონენტები. 

სამუშაო სესიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებს მოდერაციას უწევდა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი გიორგი ბერაია.

ჯენიფერ მერფი რომიგი ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პრაქტიკის პროფესორია და მისი აკადემიური გუნდის წევრია 2001 წლიდან. მისი სწავლებისა და პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამართლებრივი წერა, სამართლებრივი კვლევა, სამართლებრივი არგუმენტაცია, პროფესიული ეთიკა და იურისტების მიერ სოციალური მედიის გამოყენება. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის წიგნისა „Legal Literacy and Communication Skills: Working with Law and Lawyers“.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ და მას ახორციელებს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

7Oct1 Oct2 Oct3 Oct4 Oct5 Oct6