“თავისუფალი აზროვნების” კონკურსი
02 ივნისი 2026
თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული “თავისუფალი აზროვნების” კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახა ბენდუქიძის კამპუსში.
კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის რომელიმე საბაკალავრო პროგრამით.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:
- I ადგილი - ანდრია ვანიძე - 2 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
- II ადგილი - ანა შახ-ნაზაროვი - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
- III ადგილი - მარიტა გოგესაშვილი - 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას დააფინანსებს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.