GE

თავისუფალი აზროვნების კონკურსი 2024 ჩატარდა

01 აპრილი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის თავისუფალი აზროვნების კონკურსის ორივე ტური ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში და მიიღებენ სასწავლო გრანტს:


• I პირველი ადგილი – 2 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
• II მეორე ადგილი – 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
• III მესამე ადგილი – 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი


თავისუფალი აზროვნების კონკურსის გამარჯვებულებისათვის გადაცემული სასწავლო ვაუჩერები დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

Tavisufali Azrovnebis Konkursi 1 Tavisufali Azrovnebis Konkursi 2 Tavisufali Azrovnebis Konkursi 4 Tavisufali Azrovnebis Konkursi 3 (1)