GE

თავისუფალი აზროვნება 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 მაისი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული “თავისუფალი აზროვნების” კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში.

კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის რომელიმე საბაკალავრო პროგრამით.

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:

I ადგილი – გიორგი საითიძე - 2 500-ლარიანი სასწავლო გრანტი

II ადგილი – თათია ჩხუტიაშვილი - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი

III ადგილი – ნათია სონღულაშვილი - 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი

ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი თავისუფალი უნივერსიტეტის ნებისმიერ სკოლაში სწავლას დააფინანსებს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

1 Tavisufali Azrovneba 2024 2 Tavisufali Azrovneba 2024 3 Tavisufali Azrovneba 2024