ქართული საგაზაფხულო კერძების საქველმოქმედო მასტერკლასი
08 ივნისი 2026
კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, 25 აპრილს, კულინარიის აკადემიამ ქართული საგაზაფხულო კერძების საქველმოქმედო მასტერკლასს უმასპინძლა.
მასტერკლასს დაესწრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ალუმნი ფონდის დონორები და "ტოიოტა კავკასიის" გუნდი, რომელმაც საკუთარი მონაწილეობით 1 სტუდენტის სასწავლო გრანტი სრულად დააფინანსა.
ღონისძიების სტუმრებმა კულინარიის აკადემიის ლექტორებთან ერთად მოამზადეს ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები - ჩაქაფული, გებჟალია და სხვადასხვა სახეობის ფხალი.
მასტერკლასის ფარგლებში მიღებული თანხით და "ცოდნის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში მიღებული სხვა დონაციებით, ფინანსური საჭიროების მქონე შერჩეულ სტუდენტებს ალუმნი ფონდი თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის იმ ნაწილს დაუფინანსებს, რომელიც 2026 წლამდე სახელმწიფო გრანტით იფარებოდა.