GE

მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა

17 მაისი 2024

კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის პრეზენტაცია.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორია (Free University Memory and Anxiety Research Lab - FUMA®Lab) მულტიდისციპლინური კვლევითი, სასწავლო და საკონსულტაციო აკადემიური ცენტრია.

როგორც ინსტიტუციური ერთეული FUMA®Lab დაარსდა რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტის საფუძველზე, მათ შორის, ვენერ-გრენის ფონდის (Wenner-Gren Foundation) მიერ დაფინანსებული პროექტის „შფოთის ანთროპოლოგია“ და მაკდონელის ფონდის (McDonnell Foundation) მიერ დაფინანსებული პროექტის „მეხსიერება და შფოთი“ საფუძველზე.

მეხსიერებისა და შფოთვისადმი FUMA®Lab-ის მიდგომა გულისხმობს ინტერდისციპლინურ კოლაბორაციებს ანთროპოლოგიის, ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიოგრაფიისა და არქიტექტურის გადაკვეთაზე.

პრეზენტაციის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება მოვიხელთოთ მეხსიერება და შფოთი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ანთროპოლოგიიდან არქიტექტურამდე. პრეზენტაციის სპიკერები იყვნენ:

- ნუცა ბათიაშვილი - პროფესორი; სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი; FUMA®Lab-ის ხელმძღვანელი

- ნინო ჟღენტი - ასოცირებული პროფესორი

- ნიკოლოზ ალექსიძე - პროფესორი; მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

- ჯესი ვოგლერი - პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი

Fumalab1 Fumalab2 Fumalab3 Fumalab5 Fumalab6 Fumalav4