კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე
08 აპრილი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში მეცამეტე წელია, რაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების შემეცნებითი კონკურსი აბიტურიენტებისათვის - ლავუაზიეს წრე ტარდება.
კონკურსი გუნდურია და განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია ბიოლოგიითა და ქიმიით, ცოცხალი სამყაროთი და მისი მოლეკულური შემადგენლობით.
2026 წლის კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:
- I ადგილზე გასული გუნდის წევრები: მარიამ თივათელიძე, მარიამ ჩუბინიძე, მარიამ ტაბატაძე - მათ გადაეცათ 15 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
- II ადგილზე გასული გუნდის წევრები: გიორგი შაქრიქაძე, გიორგი კვაშილავა, დავით კუხალაშვილი - მათ გადაეცათ 9 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
- III ადგილზე გასული გუნდის წევრები: ნინო ელიაური, თათა გენგიური, ვიტალი სეხნიაშვილი - მათ გადაეცათ 4 500-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
სასწავლო გრანტი იძლევა შესაძლებლობას აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების სკოლის, ვეტერინარული მედიცინის სკოლის და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში დააფინანსოს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის საფასური.