GE

Campus RoboSumo 2025

10 ივნისი 2025

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტების (ECE21) ორგანიზებით და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კამპუსში გაიმართაა Campus RoboSumo 2025. შეჯიბრის გენერალური მხარდამჭერი იყო Betsson.hub.

Campus RoboSumo 2025-ის მთავარი მიზანი იყო ინჟინერიით დაინტერესებული ადამიანებისათვის სახალისო და ინსპირაციულ გარემოში ცოდნის შეძენისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის შექმნა.

შეჯიბრში მონაწილეობდა 18 გუნდი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტების შემადგენლობით.

Campus RoboSumo 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ:

I ადგილი - “ოპოსუმო” (აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები: დაჩი ნაზრიშვილი, ნატალი სირაძე, თემურ მახარაძე)

II ადგილი - “14BB” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ღვინიაშვილი, დაჩი შონია, მარიამ წიქორიძე)

III ადგილი - “ფხაკუნა” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი: რამაზ ფუტკარაძე)

IV ადგილი - “Pirelli” (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: ალექსანდრე მთვარელიძე, ზუკა მურდალაშვილი)

Campus RoboSumo 2025-ის მხარდამჭერები იყვნენ:

  • ტერმინალი
  • Nexia Georgia
  • Setanta Sports Georgia
  • Google Developers Group (GDG)
  • Coca-Cola Bottlers Georgia

გარდა ამისა, ტერმინალმა დააფინანსა "რადიუმის გოგონების" გუნდის (თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები: მარიამ ქექნაძე, ნატალია პეტრემღვდლიშვილი, მარიამ ესათია) რობოტის აწყობა. 

2Campus Robosumo 2025 3Campus Robosumo 2025 5Campus Robosumo 2025 6Campus Robosumo 2025 18Campus Robosumo 2025 19Campus Robosumo 2025