6-7 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში Art Weekend ჩატარდა
23 ივნისი 2026
Art Weekend თავისუფალი უნივესიტეტის სტუდენტური ფესტივალია. მას, ტრადიციულად, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის IV კურსელი სტუდენტები მართავენ. ფესტივალი ხელოვნებას ეძღვნება. თემატიკა ყოველწლიურად იცვლება, მიზანი კი იგივე რჩება - ხელოვნების, ლიტერატურისა და კინოს ირგვლივ სტუდენტების გაერთიანება.
წელს ფესტივალის მთავარი თემა იყო განმეორების ფენომენი ისტორიაში, ლიტერატურაში, კინოსა და თანამედროვე მედიაში. განმეორებასა და ციკლურობას მიეძღვნა სტუდენტური ფოტოკონკურსიც, რომლის მონაწილეებმა ეს იდეა საკუთარი ხედვითა და შემოქმედებითი ინტერპრეტაციით წარმოაჩინეს.
Art Weekend-ის ფარგლებში ჩატარდა:
- საჯარო ლექცია: ციკლები, კრიზისები და ისტორიული მეხსიერება - ბექა კობახიძე
- ლიტერატურული ქვიზი და პრიზების გათამაშება
- პანელური დისკუსია: განმეორება თანამედროვე მედიაში: ტრენდები და ციფრული პლატფორმები - სალომე ყალიჩავა, გოჩა ვანაძე, თაკო სულაქველიძე, პავლე გაბრიჭიძე
- კინო ჩვენება და დისკუსია: "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" - ნანა ჯორჯაძე, ნატალია ჯუღელი, კახა კინწურაშვილი, ლევან აბდუშელიშვილი
- საჯარო ლექცია: განმეორება ლიტერატურაში - ზაალ ჩხეიძე, გიორგი ჭკადუა
- ზინის ვორქშოპი
- ფოტო კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა
- პანჩლაინ თერაპია - ანასტასია ბენდუქიძე, ონისე ოქრიაშვილი, ირაკლი ჯაბუა