18-19 ოქტომბერს თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ჰაკათონი - Hacktoberfest
19 ნოემბერი 2025
18-19 ოქტომბერს თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა ჰაკათონი - Hacktoberfest, სადაც 48 საათის განმავლობაში 450-მდე მონაწილე, 130 გუნდი ქმნიდა ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროექტებს.
ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ ინდუსტრიის ექსპერტების მიერ ჩატარებულ სასწავლო სესიებსა და ტექნოლოგიურ საუბრებს.
გამარჯვებული გუნდები გახდნენ:
- პირველი ადგილი: Flip My Home - Single button for construction ecommerces that let's users try out items like floor tiles and others directly in their rooms. გუნდის წევრები: დავით ბუმბეიშვილი, ბექა ბუმბეიშვილი
- მეორე ადგილი: Manifold - Self-adaptive AI alarm that learns exactly how YOU wake up. გუნდის წევრები: გიორგი ყაველაშვილი, ნიკოლოზ გეგენავა, ნიკოლოზ ყიფშიძე, ანტონი ინგოროყვა, გიგი მოლაშხია
- მესამე ადგილი: JavaQeqia - AI Code assistant, using Graph-based RAG agentic system. გუნდის წევრები: რევაზი გელენიძე, დავით ჭეიშვილი, ლუკა მიქაუტაძე, მურმანი ახალაძე, ლაშა გზობავა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო Four Loop Pod-ისა და DevTherapy-ს პარტნიორობით, Lovable-ის მხარდაჭერით.