ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CPD (Certified Print Designer)

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის CPD მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი პრინტ დიზაინში.

CPD პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ქეისებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროგრამა განკუთვნილია:
• ადამიანებისათვის რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა გამომცემლობით ორგანიზაციებში,
• სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია პრინტ დიზაინში

პროგრამის გავლის შედეგ მსმენელი შეძლებს დამოუკიდებლად ააწყოს:
• სავიზიტო ბარათი
• ფლაერი
• ტრიპლეტი
• ბროშურა

საგნების ჩამონათვალი: 

პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს:
• Adobe Photoshop
• Adobe InDesign
• ფოტოგრაფია და საგამომცემლო საქმე

სერტიფიკატი: 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს Certified Print Designer.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

• თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
• პროექტების მომზადება და წარდგენა

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 15 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:
• სამუშაო დღეებში (ორჯერ) 19:00 - 21:45
• შაბათს 11:00 - 15:00

პროგრამის ღირებულება: 

პროგრამის სწავლის საფასური – 1 950 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

დაწყების თარიღი:

CPD 01 – 23 მარტი 2015

საკონტაქტო პირი:

თეა ხინჩაგაშვილი

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848