თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა სწავლების მესამე საფეხურია, რომელიც უნივერსიტეტის სხვა სკოლებთან თანამშრომლობით ხორციელდება. სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა პროგრამის სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა, დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ინტეგრირება.
სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კონცეფცია ეყრდნობა უნივერსიტეტის მისიას და კონცეფციას, რომ ხელი შეუწყოს პრობლემაზე ორიენტირებული, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე, მულტიდისციპლინურ და დისციპლინათა მიჯნაზე განხორციელებულ კვლევებზე დაფუძნებული ცოდნის შექმნას. ამასთან, ამ პროგრამის კონცეფცია, კურიკულუმის სტრუქტურა, განხორციელების მეთოდი და ზოგადი მეთოდოლოგიური სამეცნიერო ცოდნისადმი მიდგომა, ეხმიანება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არსებულ ტენდენციებს. კერძოდ, უახლოესი პერიოდის საგანმანათლებლო სივრცის და კვლევითი ველის ტრანსფორმაციას, რომელიც სულ უფრო მეტად ავლენს დარგთაშორის კოლაბორაციის მნიშვნელობას. ეს კოლაბორაცია გულისხმობს არა მხოლოდ სხვადასხვა დარგის მეცნიერების ერთობლივ მუშაობას, არამედ მთლიანად გადახედვას იმისა, თუ როგორ უნდა სტრუქტურირდეს სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო ველი.
პროგრამის სრული აღწერა იხილეთ აქ.
საკონტაქტო პირები:
ნუცა ბათიაშვილი - სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი
ტელ.: 577 729 909
ელ. ფოსტა: n.batiashvili@freeuni.edu.ge
ლანა გაბრიაძე - სოციალური მეცნიერებების სკოლის კოორდინატორი
ტელ: (+995) 597 67 36 72
ელ. ფოსტა l.gabriadze@freeuni.edu.ge