ძირითად სპეციალობასთან ერთად, თავისუფალ უნივერსიტეტში შეგიძლია დაეუფლო დამატებით სპეციალობას - მაინორს.
მაინორის არჩევა ხდება კურიკულუმით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ნაცვლად. მაინორად ირჩევ ძირითადი სპეციალობისგან/კონცენტრაციისგან განსხვავებულ სპეციალობას და გაივლი შესაბამის საგნებს. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის დამთავრების დროისთვის გექნება ერთი ან მეტი სპეციალობა, რაც კიდევ უფრო ზრდის შენი წარმატების შანსს.
თავისუფალი უნივერსიტეტის დამატებითი სპეციალობების (მაინორების) ჩამონათვალი
დამატებით სპეციალობად (მაინორად) უცხო ენის არჩევის პირობები:
თავისუფალი უნივერსიტეტის დამატებითი სპეციალობების ჩამონათვალში არის აღმოსავლური ენები: თურქული, არაბული, სპარსული, იაპონური, ჩინური, კორეული; დასავლურ ევროპული ენები: ესპანური, ფრანგული, გერმანული
დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, ისწავლით საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ბაკალავრიატის ძირითადი პროგრამით.
დამატებით სპეციალობად (მაინორად) აღმოსავლურ ან დასავლურ ევროპულ ენას აირჩევ მეორე სემესტრის ბოლოს.