იმისთვის, რომ ცხადად გამოჩნდეს რა ტიპის კანონებია ფრიდრიხ ჰაიეკის აზრით მიზანშეწონილი, კარგი იქნება, პირველ რიგში, თუ მის დამოკიდებულებას განიხილავდით წესრიგის შესახებ. ჰაიეკის აზრით არსებობს, ორი სახის წესრიგი - დაგეგმილი და სპონატნური წესრიგი. დაგეგმილი წესრიგი ხშირად წარმოიშვება კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის ინეტრესებისგან. მიზნები და საშუალებები, რომლებსაც დაგეგმილი წესრიგი ემსახურება არის იმის ხელში, ვინც ეს წესრიგი შექმნა. ფირმები და კორპორაციები ძირითად შემთხვევაში დაგეგმილი წესრიგის სახეს წარმოადგენენ, იმ გაგებით, რომ, ასეთ შემთვევაში, გარკვეული პირის, თუნდაც ფირმის ლიდერის მიერ არის დადგენილი გარკვეული მიზნები და ფირმის ყველა თანამშრომელი ცდილობს ამ დადგენილი მიზნის მიღწევას. თუ წარმოვიდგენდით ისეთ სოციალისტურ სახელმწიფოს, სადაც არ არსებობს თავისუფალი ბაზრის მცნება და სახელმწიფო თავად წყვეტს, როდის რამდენი, რა სახის და როგორი პროდუქტი იწარმოოს, ეს დაგეგმილი წესრიგის სახეობა იქნებოდა.
წესრიგის მეორე ტიპს წარმოადგენს სპონტანური წესრიგი, რომელიც სოციალური ინტერაქციიების შედეგად წარმოიქმნა და წარმოადგენს ამ უკანაკნელის ბუნებრივ შედეგს. მაგალითისთვის, თუ კინოში შევედი და სკამზე დატოვებული პერანგი დავინახე მე მეცოდინება, რომ ეს ადგილი დაკავებული მიუხედავად იმისა, რომ არსად ასეთი დაწერილი წესი არ არსებობს. ასეთი ცოდნა ჩემში საზოაგდოებასთან ურთიერთობის შედეგად დაუწერელი კანონის სახით მაინც არსებობს. ჰაიეკი ფიქრობს, რომ საზოგადოებები თავიანთი ბუნებით სპონტანური წესრიგის შედეგია. სპონტანური წესრიგის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ იგი თავის თავში ერთდროულად არსებობის საშუალებას აძლევს განსხვავებულ ადამიანთა მისწრაფებებს და აუცილებლობით არ უსაზღვრავს ამ ადამიანებს თავიანთ სურვილებს, როგორც ეს სოციალიზმის შემთვევაში ხდება და რასაც ჰაიეკი მწვავედ აკრიტიკებდა. შეუძლებელია მთელი კაცობრიობის ცოდნა ერთ ადამიანში ან ადამიანთა ჯგუფში იყოს კონცეტრიებული და ამით იგი უარყოფა დაგეგმილი წესრიგის ერთ-ერთ სახეს, ცენტრალურად დაგეგმილ ეკონომიკას. ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა არის ისეთი ეკონომიკა, როდესაც სახელმწიფო აკონტროლებს, თუ რა იქნებს წარმოებული, რა რაოდენობით, რამდენი და ვის მიერ.
ის რაც საშუალებას აძლევს დაგეგმილ წესრიგს, რომ იარსებოს არის, ძალდატანება, ხოლო სპონტანური წესრიგი არსებობს თავისთავად. მოექცე საზოგადოებას, როგორც ფირმას ( სოციალიზმი ) ან როგორც სამხედრო ერთობას (ფაშიზმი ) ნიშნავს იმას, რომ ჩაანაცვლო უამრავი ინდივიდუალი ადამიანის განსხვავებული სურვილი, ერთი რაიმე გარკვეულად დადგენილი უნივერალური წესით და ამგვარად ამ ადამაინთ ინდივიდუალური სურვილები უარყოო.
საზოგადობისთვის მისაღებია სპონტანური წესრიგი, ფიქრობს ჰაიეკი, რადგან იგი შედგება უამრავი ინდივიდუალური წევრისაგან და მათი გეგმები და მისწრაფებები არ არის აუცილებლობით გაზიარებული საზოგადოების სხვა წევრების მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შენ გაქვს საშუალება მისდიო ამ მიზნებს. ასეთ შემთხვევაში სპონატნური წესრიგი ფიქრობს ჰაიეკი, რომ უფრო მეტად მოხერხებულია, რადგან დაგეგმილი წესრიგი არ ითვალისწინებს ამ ინდივიდუალურ სურვილებს. როდესაც ხალხი იზიარებს ერთ კონკრეტულ სურვილს, როგორიც არის კარგი თავდაცვა, კარგი ეკოსისტემა და თუნდაც კარგი ჰაერი მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდეს დაგეგმილი წესები კონკრეტულ საკიტებთან მიმართებაში, რადგან ეს სურვილები უნივერსალურია.
ის უპირატესობა, რაც სპონტანურ წესრიგს გააჩნია დაგეგმილ წესრიგთან მიმართებაში გამოიხატება არა იმაში, რომ იგი ერთდროულად შეიძლება ემსახურებოდეს მრავალი განსხვავებული ადამიანის მიზნებს, არამედ იმაში, რომ ამ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული ის ცოდნა, რომელიც მხოლოდ მთავრობისთვის მიუღწეველი იქნებოდა. მაგალითისთვის, თავისუფალი ბაზარი მოქმედებს ადამ სმიტისეული უხილავი ხელის პრინციპით, როდესაც კონკურენციის პირობებში უამრავი პირები იძულებულნი არიან მაქსიმალურად ეფექტურად აწარმოონ თავისი პროდუქტი და ამ პროცესში თავიანთი კონკრეტული ცოდნით იმოქმედონ იყიდონ ან გაყიდონ რაიმე საქონელი, რაც ძალიან არაეფექტური იქნებოდა დაგეგმილი ეკონომიკის დროს, რადგან ამ დროს მოუპოვებელი რჩება სწორედ ეს კონკრეტული ცოდნები.
თუ ჩვენ შევხედავთ საზოგადოებას, როგორც სპონტანურ წესრიგს მაშინ ცხადი გახდება ისიც, თუ რა ტიპის წესებს მოითხოვს იგი. წესები, რომლებსაც ჰაიეკი გულისხმობდა გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება ეწოდოს შუქნიშნის ტიპის წესები. ამგავრი წესები არ მოითხოვენ შენგან იმის ახნსას, თუ რა მიზნებს მისდევ, ერთადერთი, რასაც იგი შენ გიწესებს არის ის, თუ რა საშუალებებით არის ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი.
თუ კანონები იქნებიან, ისე, როგორც შუქნიშნის წესები არსებობს, ჩვენ მიდრეკილები ვიქნებით, რომ დავინახოთ ისინი, როგორც არაპერსონალური წესები, მაშინ, როდესაც დაგეგმილი წესრიგის დროს გარკვეულ პირთა მიერ არის დადგენილი კანონები, რომლებიც ხშირ შემთვევაში დაფუძვნებულია მათივე სუბიექტურ მისწრაფებეზე და გამორჩენაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, როდესაც ინთება წითელი შუქი ჩვენ არ შეგვიძლია გავლა და ამის გამო არასდროს არ ვგრძნოთ თავს შეურწაყოფილად, რადგან სამგზავრო სისტემამ ცოტა ხნით ჩვენი გეგმები გადადო.
მანქანის ტარების ლიცენზია, პირადი ქონების უფლება და სხვა ის წესებია, რომლებიც შესაბამისობაში მოდიან სპონტანურ წესრიგთან. ჰაიეკი ფიქრობდა, რომ როდესაც კანონები გვაფერხებენ ჩვენი მიზნისკენ მიმავლ გზაზე, ეს უნდა იყოს არაპერსონალური მიზნებისდა გამო, რომ ის ამავდროულად ინარჩუნებდეს თავის სარგებლიანობას წესრიგთან, როგორც მთლიანობასთან მიმართებაში. მთავრობის მოვალეობა უნდა იყოს გაანახლოს ეს წესები მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დგება, რომ ეს წესები დაგვეხმარონ კოორდინაციაში და ადამაინებთა ინტერქაციაში მივაღწიოთ იმას, რაც გვსურს და არა პირიქით განგვისაზღვროს ის, თუ რა გვსურდეს. ეს არის ის, რითაც თავისუფალი საზოგადოება განსხვავდება არათავისუფალი საზოაგადოებისაგან, არა შეზღუდვების სიმცირით, არამედ ამ შეზღუდვების ტიპებით და მიზნებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.