Ცხოვრების მანძილზე ადამიანებ სხვადასხვა ვალდებულებას იღებენ საკუთარ თავზე. Მოცემული ვალდებულებები შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი მიმართულებით. Მაგალითად როდესაც ბანკიდან სესხს ვიღებთ, ჩვენ ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეული დროის მანძილზე აუცილებლად დავაბრუნებთ ამ თანხას. Ეს ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარი ნებით იღებს სურვილისამებრ. Მაგრამ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში გვაქვს თუ არა ისეთი ვლადებულებები, რომლებიც ჩვენი სურვილით არ აგვიღია საკუთარ თავზე. Ასეთ ვალდებულებებს შეიძლება ვუწოდოთ თანდაყოლილი ვალდებულებები. Სწორედ ასეთი სახის ვალდებულება შეიძლება უწოდოს ვინმემ სამშობლოს მსახურების ვალდებულებას.
Მნიშვნელოვანია განვიხილო ის, თუ რატომ შეიძლება ჩათვალონ ადამიანებმა, რომ მათი ვალდებულებაა ემსახურონ სახელმწიფოს. ვფიქრობ , პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი არის ის, რომ ამ იურისდიქციის ფარგლებში ცხოვრობ და სახელმწიფოზე ზრუნვა და მისი მსახურება სასიკეთოა შენივე თავისთვის. Დაახლოებით მივდივართ იქამდე, რომ სახელმწიფოს კი არ ემსახურები ემსახურები საკუთარ თავს, რათა საბოლოოდ, უკეთესი ცხოვრების ხარისხსს მიაღწიო. Ან საერთოდაც არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს Alasdair Macintyre-ს სტატიაში: Is Patriotism a Virtue? Ნათქვამი, რომ პატრიოტიზმი ეს არის თავად მორალურობა და პატრიოტი ადამიანი მორალურად სწორი ადამიანია. Ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად პირველი არგუმენტი უფრო გონივრულია, ვიდრე მეორე. Ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო გაუადვილდება ემსახუროს და თავისი ენერგია მოახმაროს სახელმწიფოს, თუ გარკვეულ სუბიექტურ დადებით შედეგებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული.
Მოცემული მიმართულებით მსჯელობის გასაგრძელებლად კარგი მაგალითია სავალდებულო სამხედრო სამსახური. Ქვეყნებში, სადაც სამხედრო სამსახური სავალდებულოა, ითქვლება, რომ მოქალაქის ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა და სუვერენიტეტი. Პირველი არგუმენტი, რომელიც პატრიოტიზმის სასარგებლოდ მოვიყვანე ამ შემთხვევაში თითქოს მუშაობს, რადგან ქვეყნის დაცვით თავადაც დაცუილი ხარ. Მაგრამ მნიშვნელოვანია მე-2 საკითხი, თუ რამდენად ხარ დაცული მაშინ, როდესაც თავად გიწევს რაღცის დაცვა. Ვფიქრობ, პირიქითაა, ყველაზე მეტად დაუცველი მაშინ ხარ, როდესაც რამის დაცვა გიწევს და თანაც იარაღით, როდესაც პარალელურად მტრებსაც აქვთ მსგავსი იარაღი. Საბოლოოდ პატრიოტიზმის ცნებას მივყავართ ალტრუისტულ მიზნებამდე და არა იქამდე, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის ვზრუნავთ. Გამოდის, რომ სხვების კეთილდღეობაზე ვზრუნავთ საკუთარი სიცოცხლის ფასად. Სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს ვერ დაავალდებულებ მოიქცეს ალტრუისტულად. Ჩემი აზრით, ალტრუიზმი ეს ისეთი მდგომარეობაა, რომლის სურვილიც შინაგანად უნდა გაუჩნდეს ადამიანს. Მაგრამ ასევე ვიზიარებ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს საშუალება სრულფასოვნად დაიცვას თავი.
Არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მსგავსი სახის სამსახური საერთოდ არ არის იმ მიზნებისათვის გამოყენებული რა მიზნებსაც უნდა ემსახურებოდეს. Ასეთი შემთხვევაა საქართველო, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს ირიბადაც კი არ აქვს შეხება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება. Გაწვეული პირების უმეტესობა ციხის გუშაგია ან სამინისტროს შესასვლელის მცველი. Როდესაც საქმე მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საერთოდ ზედმეტია რაიმე სახის ალტრუიზმზე და სამშობლოს მსახურებაზე ისაუბრო. Მოცემულ საკითხზე ბლოგის დაწერა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირველი: ამ მიმართულებით პატრიოტიზმის ჩემეული ხედვა დამეფიქსირებინა და მეორე: რაიმე კუთხით ეს მიმესადაგებინა ჩვენს რეალობასთან. Მაგრამ, მივხვდი, რომ მისადაგების ნაწილში სულ რომ არ მივსულიყავი ალტრუიზმთან, მაინც გამიჭირდებოდა მსგავსს პირობებში მიმესადაგებინა პატრიოტიზმი რაიმე სახით ნებისმიერი სამინისტროს შესასვლელის დაცვასთან.
Საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ პატრიოტიზმი სახელმწიფოს ფიზიკურად დაცვის მიმართულებით ალტრუისტულ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს. Მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშე, ვიაზრებ იმ ფაქტსაც, რომ სახელმწიფოს სჭირდება მუდმივი ჯარი, რომელიც დაიცავს მას. Რადგან ადამიანს უფრო მეტი პირადი ბენეფიტი სჭრიდება, კარგი იქნება ამ მიმართულებით თუ გაჩნდება მეტი სუბიექტური სიკეთე, რაც გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს ენდომება ქვეყნის დაცვა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.