კანონი თავისი შინაარსით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, შეიძლება კანონების ნაწილი ადამიანებს გარკვეულ თავისუფლებებს ანიწებდეს, ნაწილი კი პირიქით, უზღუდავდეს გარკვეული ქმედებების განხორციელებას, და მეტიც, ხდებოდეს ადამინის თავისუფლებაში ჩარევა. ამ ბლოგში უნდა ვისაუბრო ისეთ კანონზე, რომელიც, ერთი შეხედვით, წარმოადგენს ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უფლების მიმნჭებელ კანონს, მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება იწვევდეს სხვა ადამიანების თავისუფლების დარღვევას. აღნიშნული თემა შეეხება საარჩევნო უფლებას.
საარჩევნო უფლება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა, რაც ადამიანებს აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსაგან. საარჩევნო უფლების საყოველთაობის მიზანი და იდეა არის ის, რომ ყველა ადამიანს ქონდეს თავისუფლება აირჩიოს სასურველი წარმომადგენელი, რომელიც შეძლებს მათ მაგივრად მათთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას და მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხალხის სათქმელი გააჟღეროს ხმამაღლა. ამასთანავე მონაწილეობა მიიღოს კანონების ფორმირებაში, სადაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ამომრჩევლის ინტერესები.
ცხადია, საარჩევნო უფლება ყველა ჩვენგანს კანონის საფუძველზე გვაქვს მონიჭებული, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უფლება, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს იმას არ ნიშნავს რომ თანდაყოლილია, ამიტომაც საჭიროა რომ კანონით გვქონდეს მონიჭებული ეს მეტად მნიშვნელოვანი უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ხალხის მმართველობის განმახორციელებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ამის მიუხედავად ხშირია შემთხვევები, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის ხმა იკარგება და შესაბამისად მათი მიზნები, იდეები და მისწრაფებები განუხორციელებელი რჩება იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხმებით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, რადგან მათი ხმა უბრალოდ დაიკარგა. უნდა აღინიშნოს რომ არსებობს მაჟორიტარული, პროპორციული და შერული საარჩევნო სისტემები, თითოული მათგანი დადებითი და უარყოფითი თვისებებით ხასიათდება, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იქნას გათვალისწინებული, და როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ არჩევნებში დიდია ალბათობა იმისა, რომ ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის ხმები დაიკარგოს. დაკარგულ ხმათა რიცხვი შეიძლება 70%-საც კი აღემატებოდეს. ერთგვარი დილემაც სწორედ აქ შეიძლება წარმოიშვას, რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს ის, რომ როდესაც ადამიანებს კანონითვე აქვთ მინიჭებული ეს უფლება, ვერ ხდებოდეს მისი სრულად რეალიზება საზოგადოებაში, რაც შესაძლოა იწვევდეს ადამიანების თავისუფლების გარკვეულ შეზღუდვას, რასაც ქვემოთ ავხსნი. რეალურად იმ ადამიანთა ხმები, რომლებიც დაიკარგა, ასე რომ ვთქვათ, რჩებიან საკუთარი წარმომადგენლის გარეშე, რომელსაც უნდა ეზრუნა აღნიშნული პირების უფლებების დაცვაზე, მას უნდა შეეტანა წვლილი ახალი კანონების მიღებასა თუ უკვე არსებული კანონების დაუბრკოლებლად აღსრულებაში და მოცემულ შემთხვევაში კი საპირისპირო შედეგი დადგა. საარჩევნო უფლების მქონე პირთა უდიდესი ნაწილის ხმები დაიკარგა.
რომ ავიღოთ თუნდაც ფარდობითი უმრავლესობის, აბსოლიტური უმრავლესობის, ერთი არაგადაცემადი ხმის, ლიმიტირებული, ბლოკური და თუნდაც პრეფერენცირებული სისტემები, ვერცერთი ზემოთხსენებული ვერ ახერხებს იმას, რომ ასახოს რეალურად არსებბული ხმების ზუსტი წარმომადგენლობა, რაც ცხადია გულისხმობს იმას, რომ უამრავი ხმა იკარგება.
ვფიქრობ, რომ ამ შემხვევაშიც კანონი რომელიც ასეთი სახის საარჩევნო სისტემებს სთავაზობს ამომრჩევლებს, გარკვეულწილად უზღუდავს ამომრჩეველთა ნაწილს თავისუფლების უფლებასაც, ვინაიდან მათი უფლებაა აირჩიონს საკუთარი წარმომადგენელი წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც იზრუნებს რომ მათ უფლებები და თავისუფლებები იყოს აღიარებული, არ მოხდეს მათი შელახვა. აქდან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ასეთი საარჩევნო სისტემები, რომლებიც კანონითვეა დარეგულირებული თავისუფლად შეიძლება ზღუდავდეს ადამიანთა თავისუფლებას, რადგან ვერ მოახდინონ საკუთარი წარმომადგენლის არჩევა, რომელიც იზრუნებდა წარმოდგენილი ხალხის თავისუფლებების დაცაზე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.