ENG GEO

Search form

ცხოველების უფლებების დაცვა

   დროის გასვლასთან ერთდ, თანამედროვე სამყარო უფრო და უფრო უტრირებს თანასოწორობისა და უფლებათა ექვივალენტურობის საკითხს. ასეთ, ერთ-ერთ ძირეულ, იდეათა რიცხვს კი ცხოველთა უფლებების დაცვაც მიეკუთვნება. საინტერესო იქნება ამ პრობლემის შესახებ კონსეკვენციალიზმის ჭრილში გვესაუბრა. აუცილებელია აღვნიშნო, რომ მოცემული ეთიკური თეორია მოიაზრებს რაღაც ქმედების ავკარგიანობის შეფასებას მისი შედეგის მიხედვით და სწორედ ამიტომ, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისას, ორიენტირად საბოლოო ფაქტები უნდა ავიღოთ, შესაბამისად ამ საკითხზე მსჯელობაც შემდეგი კითვებით უნდა დავიწყოთ: რამდენად დადებითად იმოქმედებს ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხი სოციუმზე და რამდენად იქნება შესაძლებელი ადამიანებისა და ცხოველების თანაბარუფლებიანობის სასწორზე შეყენება.

   თანამედროვე მსოფლიო ძალიან ბევრ ვეგანსა და ვეგეტარიანელს ითვლის, ეს ცხოვრების სტილი მათი თავისუფალი არჩევანის ფარგლებში საკმაოდ მისაღები და გამართლებულია, რადგან ის, რომ ცხოველის ხორცს ან ცხოველურ საკვებს არ მიირთმევენ მათი სუბიექტური არჩევანია. ისინი ცდილობენ თავიანთი წილი შეიტანონ ჩვეულ რუტინაში და თავიანთი ხმა მიაწვდინონ სხვა ადამიანებს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ეს ნამდვილად დიდ ძალისხმევასთან და მოთმინებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომელთა კვების რაციონიც სრულად ეფუძნება ცხოველურ საკვებს და შესაბამისად მათთვის ვეგეტარიანელთა იდეები მკაცრად მიუღებელია. კონსეკვენციალიზმი, როგორც შედეგებზე ორიენტირებული თეორია იტყვის, რომ ცხოველთა უფლებების დაცვა კარგი რამაა გამომდინარე იქიდან, რომ უდანაშაულო ცხოველები უმიზეზოდ აღარ დაიღუპებიან, და სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი ზედმეტად მორალური იქნება, თუმცა არ შეიძლება წესს, რომელიც ადამიანთა მოდგმას ჯერ კიდევ უძელესი ხანიდან მოსდევს, უწოდო ამორალური.

   მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტიც, რომ ცხოველთა დაცვის უფლებების შემოღება, მხოლოდ რაღაც დონემდეა შესაძლებელი. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ეს კანონი სავალდებულო ყველა ადამიანისთვის ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია ვიღაცას არჩევანის თავისუფლება შეუზღუდო და დაავალდებულო, რომ მხოლოდ მცენარეულით იკვებოს, რადგან კვების ტიპის შერჩევა უშუალოდ ინდივიდზე უნდა იყოს დამოკიდებული.

   საინტერესო იქნებოდა გვეხსენებისა ჯერემი ბენტამი, რომელიც ერთ-ერთ პირველ ცხოველების უფლებადამცველთაგანად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა მაქსიმალურად ჰუმანურად განესაჯა ცხოველთა უფლებები, იგი მაინც უტრირებდა იმას, რომ ცხოველების საკვებად გამოყენება არ წარმოადგენს ცხოველთა დაცვის კანონის ნაწილს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი უფრო სუბიექტურობამდე დადის და არავის აქვს უფლება დაგიწესოს რას შეჭამ. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭიროა ის ვიტამინები, რომელსაც ცხოველური ორგანიზმი შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტზე ძალიან ბევრი კონტრარგუმენტი არსებობს, როგორებიცაა ვიტამინების და სხვა ხელოვნური დანამატების მიღება, ეს ყველაფერი მაინც სუბიექტურ დონემდე გადის, რადგან ყველას არ შეუძლია შეიძინოს მედიკამენტები და სხვა. მხოლოდ იმისათვის, რომ მას კვების თავისუფლება შეუზღუდეს.

   მაშინ, როცა ჩვენ ცხოველების უფლებებზე ვლაპარაკობთ და მაგალითად ვეგანები და ვეგეტარიანელები მოგვყავს, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყურადღება გაგვემახვილებინა იმ ფაქტზეც, რომ მაშინ ფრუტარიანელებსაც უნდა მოეხერხებინათ თავიანთი ხედვების პოპულარიზაცია და ხილისთვის და მცენარეებისათვის გამოეძებნათ უფლებები ან შეეზღუდათ რომელიმე ტიპის საკვების მიღება მხოლოდ იმოტომ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ბუნების წესებს, თუმცა მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველა ფაქტორზე საუბრისას აუცილებლად ყურადღებამისაქცევი არის შედეგი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითია.

   საბოლოოდ, კონსეკვენციალიზმის თეორიის მიხედვით, ცხოველების საკვებად გამოყენების ფაქტის აკრძალვა, ნამდვილად მოიტანს მასობრივ აქციებსა და არუელობას, რადგან კვება არის ის საკითხი, რომლის არჩევანის შეზღუდვის უფლებაც არავის აქვს და მისი შედეგი სოციუმისთვის იქნება უარყოფითი.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.