ნინო დოლიშვილი
ბუნებითი და პოზიტიური სამართლის ურთიერთკავშირი
პოზიტიური სამართალი უშუალოდ ადამიანის მიერაა შექმნილი, აღსანიშნავია, თუნდაც ის, რომ ამ კონტექსტში რაიმე კარგსა და დადებითს კი არა, არამედ ის შეიძლება შეფასდეს, როგორც სპეციალურად მიღებულ სათანადო ორგანოს მიერ დაწესებულ კანონთა კრებულად. ბუნებითი კანონის განმარტება მეტად განსხვავებულია, იგი გულისხმობს ადამიანის ბუნების ანალიზისა და მორალური ქცევის გაანალზება / გამოხატულებას.
სამართალიც და სამართლიანობაც არის მხოლოდ ადამიანის მიერ შექმნილი კონცეფციები და არანაირი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მართებულად ან არასწორად, თუ რომელიმე კონკრეტული მოსახლეობა თავისი ადათ-წესებით ან პოზიტიური კანონმდებლობით არ განაცხადებს, რომ ეს არის სწორი ან არასწორი. ბუნებითი კანონი წარმოადგენს კრიტერიუმს, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოზიტიური კანონები. თუ სახელმწიფოს კანონები ეწინააღმდეგება ბუნებით კანონს, ესე იგი მიიჩნევა უსამართლობად. პოზიტიური სამართალი და ნორმატიული სამართლიანობა არ არიან სინონიმები. ბუნებითი სამართალი უშუალოდ წინაპირობას წარმოადგენს პოზიტიური კანონების შექმნისა და დამტკიცებისათვის, ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ბუნებითი სამართალი ამტკიცებს, ხოლო პოზიტიური სამართალი კი უარყობს, რომ კანონს უნდა ჰქონდეს მინიმალური მორალური შინაარსი. ბუნებითი სამართალი არის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი რეგულირდება ძირითადი თანდაყოლილი კანონებით ან ბუნების კანონებით, რომელიც განცალკევებული არის და განსხვავდება კანონმდებლობისგან. საკანონმდებლო კანონები ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც პოზიტიური კანონები ბუნებითი სამართლის თეორიის ფარგლებში, რათა მკაფიოდ განასხვავონ ბუნებითი და სოციალური კანონები. ბუნებითი სამართალის თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა ინგლისისა და აშშ-ს მთავრობებსა და კანონებზე. მაგალითად, ინგლისში დავისას პარლამენტის წევრებმა შეიძლება მიმართონ ბუნებითი სამართლის თეორიას, არის კონცეფცია, რომელიც ემყარება მორალურად სწორ საქმეს, ეს ზოგჯერ ასოცირდება როგორც ღვთიური კანონი, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ არსებობს უფრო დიდი კანონები ვიდრე უშუალოდ ადამიანის მიერ შექმნილი კანონები.
ბუნებითი სამართლის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ „სამართალი“ იმ ნორმებთან რომლებსაც განსაზღვრავს სახელმწიფო ბუნებით სამართალსაცმოიარებს საკუთარ თავში. ბუნებითი სამართლში იგულისხმება უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობა, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ბუნების ძალით ფლობს და რომელთა არსებობაც დაკავშირებულია დაბადების ფაქტითთან. თუნდაც ძირითადი უფლებები: სიცოცხლის, თავისუფლების, თანასწორობის, და სხვა მრავალი. ამ ჩვენგან განუყოფელი უფლებების ხელყოფა სახელმწიფოსაც კი არ შეუძლია. გაგვიჩვნდება კითხვა, თუ რა არის სამართალი? პასუხი შეიძლება ორაზროვანი იყოს, მას ბუნებაში არსებულ ფენომენად მივიჩნევთ, თუ ადამიანის ხელოვნურ ქმნილებად. მართალია ის, რომ ადამიანის ინდივიდუალურობა ბუნების შემოქმედებით არის განპირობებული და, თავის მხრივ სწორედ ამიტომაც არის ფენომენი, თუმცა ის წესები და კანონები, რომლებსაც ადამიანი თვითონ ქმნის არ არის ბუნების ქმნილება და მხოლოდ ადამიანთა ფიქრებიასა და განცდების პროდუქტია. უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ რადგან ადამიანი ბუნებამ შექმნა ამ ქვეყანაზე, ყველაფერი ის, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი ყველაფერი ბუნების შემოქმედებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან იგივე იქნებოდა, რომ ყველა ადამიანის მიღწევა, თუნდაც სამეცნიერო, არქიტექტრული საინჟინრო, ეს ყველაფერი დედაბუნების ნიჭად მიგვეჩნია.
დასკვნის სახით ვიტყვი იმას, რომ როდესაც სამყაროს ზოგადად აღვწერთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში გარკვეული კანონები მოქმედებს. ეს ყოველივეე წარმოიშვა ყველაფრის აწყისთან ერთად, პირობითად, რომ ვთქვათ სამყაროს შექმნიდავე, თუ, რა თქმა უნდა, იგი როდისმე წარმოიშვა) ადამიანებს არ შეუძლიათ ყველაფრის თავიდან შექმნა. თვით დედაბუნებამ წარმოშვა და ადამიანს და არა მხოლოდ მას მზა ფორმით შესთავაზა ეს უფლებები. სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი თვისება კანონზომიერებაა და როგორც უკვე არსებული ფენომენი, იგი არ არის ხელოვნურად, ადამიანის ხელით შექმნილი. ბუნებაში მხოლოდ ფიზიკური კანონები არსებობს. ბუნებაში ყველაფერი ქაოსურად ან დაწყობილად მიმდინარეობს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.