თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის CPA მიზანია შექმნას ახალი შესაძლებლობები საჯარო მოხელეების განათლებისა და კარიერული წინსვლისათვის.
პროგრამა განკუთვნილია როგორც მოქმედი საჯარო მოხელეებისათვის, ასევე სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც აინტერესებთ საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები.
საგნების ჩამონათვალი:
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან საჯარო მმართველობის ძირითად საგნებს და მოამზადებენ საჯარო პოლიტიკის დოკუმენტს:
• საჯარო პოლიტიკის ანალიზი
• საჯარო გამოსვლები და ეფექტური პრეზენტაცია
• ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები
• გადასახადები
• სახელმწიფო ბიუჯეტი
• საგარეო პოლიტიკა
• საჯარო სამსახურის სამართლებრივი მოწყობა
• ლიდერშიპი
• საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსი
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები
სერტიფიკატი:
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს Certified Public Administrator.
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
• თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
• საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, წარდგენა და დაცვა
პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:
• სამუშაო დღეებში (ორჯერ) 19:00 - 21:00
• შაბათს 11:00 - 15:00
პროგრამის ღირებულება:
CPA პროგრამის სწავლის საფასური – 1040 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.
პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
დაწყების თარიღი:
CPA08 – 29 სექტემბერი 2014
საკონტაქტო პირი:
თეა ხინჩაგაშვილი
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848