GE

თორნიკე ონოფრიშვილი Lappeenranta-Lahti University of Technology-ში აგრძელებს სწავლას

08 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე ონოფრიშვილი სწავლას აგრძელებს Lappeenranta-Lahti University of Technology-ში (ფინეთი), მონაცემთა ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ თორნიკე დისტანციურად მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში არაერთ მსხვილ AI პროექტზე და საკმაოდ მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების შემდგომ, გადაწყვიტა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე გაეგრძელებინა ამ მიმართულებით.

თორნიკემ თანხმობა ევროპის ათამდე უნივერსიტეტიდან მიიღო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა LUT-ზე, რადგან უნივერსიტეტი გამოირჩევა კარგი აკადემიური პერსონალითა და კვლევის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. პროგრამა კი ხელოვნურ ინტელექტსა და ფუნდამენტურ მათემატიკურ მიდგომებს ასწავლის, განსაკუთრებულ ყურადღებას ინფორმაციის დამუშავებასა და მასში პატერნების აღმოჩენაზე ამახვილებს. ვინაიდან, თორნიკეს ინტერესის სფეროა ეფექტური ავტონომიური ვიდეო მონიტორინგის და ანალიზის სისტემებისა და მათი სხვა ავტონომიურ სისტემებთან ინტეგრაციის კვლევა, ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობა ძალიან კარგი გამოცდილება იქნება მისთვის.

Tornike Onofrisvili