GE

სესილი კურცხალია სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში

20 ნოემბერი 2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული სესილი კურცხალია სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა სწავლის ნაწილობრივი დაფინანსება და სტიპენდია.

სესილიმ მიიღო მოწვევა აგრეთვე Charles University და University of Geneva-დან, თუმცა საბოლოოდ არჩევანი CEU-ზე შეაჩერა, რომელიც გამოირჩევა სწავლის თანამედროვე მეთოდებითა და კვლევითი პროგრამებით.

სესილიმ თავისუფალ უნივერსიტეტში დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობების ევროატლანტიკური კონცენტრაცია ფრანგული ენის მიმართულებით.

Სესილი Კურცხალია