GE

საბა ხევიაშვილი სწავლას აგრძელებს ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე

26 სექტემბერი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული საბა ხევიაშვილი სწავლას აგრძელებს Erasmus Mundus-ის სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ნანომეცნიერებისა და ნანოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

სამაგისტრო პროგრამის პირველი წელი ბელგიაში, Katholieke Universiteit Leuven-ში, ხოლო მეორე წელი საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში განხორციელდება.

საბას განსაკუთრებული ინტერესი კვანტურ ფიზიკას და მის გამოყენებას უკავშირდება, სწორედ ამიტომ შეარჩია ეს პროგრამა, სადაც შესაძლებელია ამ საკითხების სიღრმისეული, მეცნიერული შესწავლა.

Saba Khevishvili