GE

ნიკა ანთია სწავლას აგრძელებს იაპონიაში

25 მაისი 2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნიკა ანთია გაცვლითი პროგრამით სწავლას აგრძელებს იაპონიაში, University of Tsukuba-ში.

ნიკა ერთი სემესტრით ისწავლის სოციალური და საერთაშორისო კვლევების პროგრამაზე, აზიის რეგიონის მიმართულებით. სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს იაპონური ენის კურსებსაც.

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

Nika Antia