GE

მარიამ ღიბრაძე სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში

25 სექტემბერი 2025

სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ღიბრაძე სწავლას აგრძელებს ავსტრიაში, Central European University-ში. ის ისწავლის Global Business Law and Regulations სამაგისტრო პროგრამაზე და მან მოიპოვა 70%-იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება.

მარიამ მოწვევა მიიღო აგრეთვე Leiden University-დან და University of Amsterdam-დან. თუმცა, პროგრამის აკადემიური პროფილის გათვალისწინებით, საბოლოოდ მაინც CEU აირჩია.

მის მიერ შერჩეული პროგრამა მოიცავს საერთაშორისო კერძო სამართალისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების, მათ შორის, არბიტრაჟის სწავლების ელემენტებს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მარიამის პროფესიულ ინტერესს.

Მარიამ Ღიბრაძე