GE

ქეთევან შუღლიაშვილმა მოიპოვა ჩინური ენის მასწავლებლის სტიპენდია

25 სექტემბერი 2026

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ქეთევან შუღლიაშვილმა მოიპოვა ჩინური ენის მასწავლებლის სტიპენდია (International Chinese Language Teachers Scholarship), რომლის ფარგლებშიც 1 აკადემიური წელი ისწავლის, სრული დაფინანსებით, ჩინეთში, Tianjin Normal University-ში.

ქეთევანის პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ ჩინური ენის შემსწავლელ კურსს, არამედ სტაჟირებასაც, რათა უფრო გაიუმჯობესოს ჩინური ენის ცოდნის დონე და გაეცნოს ადგილობრივ კულტურას.

ქეთევანი თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე სწავლობს შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციით.

Ketevan