GE

Bonum Domum 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

09 მაისი 2024

თავისუფალმა უნივერსიტეტმა, მისი პარტნიორი კომპანია MEP Trade-ის მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი Bonum Domum ჩაატარა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამით.

აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში, გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული, რომლებსაც MEP Trade-ისაგან გადაეცათ თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამაზე სწავლის ვაუჩერი:

I ადგილი - ნუცა მარტყოფლიშვილი - 2 000-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

II ადგილი - ანნა ოგანესიანი - 1 600-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

III ადგილი - ბესო მეგრელიშვილი - 1 200-ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

Bonumdonum2 Bonumdonum1 3Bonumdonum (1)