GE

სესილი ჩიქავა ცუკუბას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს

28 თებერვალი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტი სესილი ჩიქავა იაპონიაში, ცუკუბას უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობს უკვე 6 თვეა.  წელს, ცუკუბას უნივერსიტეტის ინიციატივით, მას სწავლის ვადა კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივდა. 

გაცვლითი პროგრამით სესილი ეუფლება იაპონურ ენას. გარდა ამისა, იგი ასევე შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა შორეული აღმოსავლეთის ისტორია, რელიგია და კულტურა.  

ცუკუბას უნივერსიტეტი იაპონიაში სიდიდით მეორეა და აგრეთვე საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულშია.  

გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ცუკუბას უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

Untitled 1