GE

ლიკა კობეშავიძე Lund University-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

28 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული ლიკა კობეშავიძე Lund University-ში აგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას - Master of Arts, European Studies. ლიკამ, დიდი კონკურენციის პირობებში, მოიპოვა უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება, Lund Global Scholarship, რითიც სწავლისა და მგზავრობის ხარჯები სრულად დაუფინანსდა.

ლიკამ ასევე მიიღო თანხმობა შემდეგი უნივერსიტეტებიდან: University of Oxford (50% დაფინანსებით), Central European University (სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით), Corvinus University of Budapest (სრული დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით), University of Glasgow (3 პროგრამაზე), King’s College London, University of Leeds, College of Europe, University of North Carolina at Chapel Hill, Charles University და University of Barcelona.

თუმცა ლიკამ არჩევანი მაინც ლუნდის უნივერსიტეტზე შეაჩერა, რადგან პროგრამა თანხვედრაშია მის საკვლევ ინტერესებთან და ამავე დროს, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგით 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

სწავლის პარალელურად, ლიკა სექტემბრიდან მუშაობას იწყებს The Swedish Times-ში ჟურნალისტად.

IR Ლიკა Კობეშავიძე