GE

ნათია მელანაშვილი სწავლას აგრძელებს ქალაქ სეულში, Korea University-ში

23 აგვისტო 2025

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული ნათია მელანაშვილი სწავლას აგრძელებს ქალაქ სეულში, Korea University-ში.

ნათია სექტემბრიდან International Studies-ის სამაგისტრო პროგრამაზე კორეის კვლევის (Korean Studies) მიმართულებით ისწავლის სრული დაფინანსებით.

ნათია უკვე ფლობს კორეული ენის C2 სერტიფიკატს, რაც ათავისუფლებს მას დამატებითი ენის პროგრამისგან.

ასევე, ნათია 2023-2024 წლებში სწავლობდა სოგანგის უნივერსიტეტში კორეული ენის 1-წლიან კურსზე, რომელიც დაფინანსებული იყო Korea Foundation-ის მიერ.

Natia Melanasvili