ელენე გოგიბერიძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Sup De Luxe უნივერსიტეტში
26 January 2026
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე გოგიბერიძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Sup De Luxe უნივერსიტეტის Global Luxury Brand Management სამაგისტრო პროგრამაზე.
ელენემ მოწვევა მიიღო ასევე New York University-ისა და SKEMA Business School-ის ერთობლივ პროგრამაზე, თუმცა საბოლოოდ არჩევანი Sup de Luxe-ზე შეაჩერა.
ელენეს აპლიკაციისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა გამოყო მისთვის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება. მან აგრეთვე მოიპოვა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია და განათლების საერთაშორისო ცენტრის გრანტი, რომლითაც სრულად დაფარავს სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს.
Similar news
08 December 2023
თაკო სულაქველიძისა და ნათია გოგოტიძის საკურსო პროექტი
05 June 2024
ვერიკო შელიამ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა
19 November 2024
ნათელა ფაცაცია სწავლას King’s College London-ში აგრძელებს
28 November 2024
გიგი გიორგაძე სწავლას აგრძელებს London Business School-ში
05 April 2025