თაკო სულაქველიძისა და ნათია გოგოტიძის საკურსო პროექტი

08 December 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თაკო სულაქველიძე და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული ნათია გოგოტიძე ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ახალ ციფრულ პროდუქტზე რიფლი/Ripple, რომელიც დასახელდა Parsons School of Design-ის 10 საუკეთესო საკურსო პროექტს შორის და წარმოდგენილი იქნება LG-ისა და The New School-ის ხელოვნური ინტელექტისა და დიზაინის საინაუგურაციო გამოფენაზე.

გამოფენა ნიუ იორკში 7 დეკემბერს გაიხსნა და 5 იანვრამდე გაგრძელდება.

თაკო სულაქველიძემ თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ნათია გოგოტიძემ აგრარული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა Parsons School of Design-ის Strategic Design and Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძეს.

8 12 1 8 12 2 8 12 3