Welcome Party 2025
21 ოქტომბერი 2025
25 სექტემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსის ეზოში ჩატარდა Welcome Party თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, რომლის მუსიკალურ ნაწილზეც იზრუნეს gagalens-მა და LOUDspeakers-მა.
Welcome Party-ს ფარგლებში სტუდენტებს სიტყვით მიმართეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა ვატო ლეჟავამ და ცოდნის ფონდის დირექტორმა ანასტასია ბენდუქიძემ. ასევე, მათ დააჯილდოვეს:
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირველკურსელები, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები ჰქონდათ
- თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩარიცხული ოლიმპიელები
- საველე პრაქტიკის ფარგლებში გამართული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის, სამართლის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის, სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამის, აგრონომია, ლანდშაპტის მენეჯმენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის საუკეთესო შედეგების მქონე პირველკურსელებს გადაეცათ კერძო კომპანიების დაწესებული ერთწლიანი სასწავლო გრანტი.
#Students #FreeUni #AgrUni #BendukidzeCampus