GE

კახა ბენდუქიძის კამპუსში გალერეა გაიხსნა

06 ივლისი 2023

კახა ბენდუქიძის კამპუსის გალერეა გაიხსნა 27 ივნისს. კამპუსის გალერეა შეიქმნა სასწავლო მიზნებისათვის და ეს იქნება სივრცე, სადაც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის - VA[A]DS-ის სტუდენტები სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილ თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.

კამპუსის გალერიის გახსნაზე წარმოდგენილი იყო ვიზუალური ხელოვნების პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტების სადიპლომო პროექტები და არქიტექტურის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტების ნამუშევრები.

ვიზუალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტების გამოფენაზე წარმოდგენილ სადიპლომო პროექტებს ხელმძღვანელობდნენ თამუნა ჭაბაშვილი და დათო მესხი.

არქიტექტურის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების ნამუშევრების თემა კი იყო ქალაქ ჭიათურის ლანდშაფტი და ინფრასტრუქტურა. ამ სტუდიის ხელმძღვანელები არიან არქიტექტორები სოფო მირზიაშვილი და გოგა ჩხეტია.
News 1 News 2 News 5