GE

გიორგი ქართველიშვილი და ლადო ყანდაშვილი La Biennale di Venezia-ს გამოფენაზე მონაწილეობენ

25 მაისი 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები გიორგი ქართველიშვილი და ლადო ყანდაშვილი მონაწილეობას იღებენ La Biennale di Venezia-ს არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენაზე.

გიორგიმ და ლადომ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირება გაიარეს Wunderwerk-ში, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორის გიგი შუკაკიძის დაფუძნებულია. სტაჟირების პერიოდში ლადო და გიორგი აქტიურად ჩაერთნენ ვენეციის ბიენალეს კონკურსზე წარსადგენ პროექტზე მუშაობაში, რომელმაც საბოლოოდ მოიპოვა უფლება საერთაშორისო გამოფენაზე ყოფილიყო წარმოდგენილი.

მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონი ოფიციალურად 20 მაისს გაიხსნა. თბილისის არქიტექტურის ბიენალეს გუნდმა წარადგინა პროექტი “იანვარი თებერვალი მარტი”.

La Biennale di Venezia-ს ისტორია 1895 წლიდან იწყება. წელს 80-მდე ქვეყნის პავილიონის სტუმრობა 20 მაისიდან 26 ნოემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი და 500 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.

VAADS Ქართველიშვილი Ყანდაშვილი