GE

Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა

28 მარტი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი კონკურსის Thurgood Marshall-ის ორივე ტური ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში და მიიღებენ სასწავლო გრანტს:

  • I პირველი ადგილი – 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
  • II მეორე ადგილი – 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
  • III მესამე ადგილი – 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი

Thurgood Marshall კონკურსი განკუთვნილია  XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამით.

ყოველწლიურად თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებს სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს. კონკურსების გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისგან.

Marsali 1 Marsali 2 Marsali 3 Marsali 4 Marsali 5