კახა ბენდუქიძის კამპუსში მერვე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
12 მაისი 2026
2026 წლის 24 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა მერვე გაცნობითი პროგრამა. 400-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ მიმდინარე აკადემიურ წელს ჩატარდა 8 გაცნობითი პროგრამა აბიტურიენტებისათვის, რომელსაც ჯამში 4000-მდე მოსწავლე ესტუმრა.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.