კამპუსის სასწავლო ინფრასტრუქტურა განახლდა
01 თებერვალი 2024
კახა ბენდუქიძის კამპუსში განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ:
- სრულიად განახლდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა, განხორციელდა როგორც სარემონტო სამუშაოები, ისე შესყიდულ იქნა თანამედროვე დანადგარები
- განახლდა ვეტერინარიის სასწავლო ლაბორატორია
- სასურსათო ტექნოლოგიის ლაბორატორიისათვის შეძენილ იქნა დანადგარები
- შეიქმნა ახალი კულინარიული ამფითეატრი და ბიბლიოთეკა
- განახლდა მზარეულისა და კონდიტერის პროფესიული პროგრამების ლაბორატორიების დანადგარები
- გაკეთდა ახალი კომპიუტერული კლასი და გარემონტდა დამატებით ახალი აუდიტორიები
სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.
სასწავლო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის საჭირო ხარჯების 50% დაფინანსდა გრანტის ფარგლებში, ხოლო 50% კი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ.