GE

ერეკლე ყალიჩავა სწავლას Emory University-ში გააგრძელებს

15 თებერვალი 2024

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ერეკლე ყალიჩავა სწავლას აშშ-ში, Emory University-ის ფიზიკის ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს.

ერეკლემ მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება და აგრეთვე სტიპენდია, რომლითაც იქ ცხოვრების ხარჯები იქნება დაფარული.

ერეკლე ბიოფიზიკის ექსპერიმენტული მიმართულებით არის დაინტერესებული. ამ პროგრამის ფარგლებში კი საშუალება ექნება აგრეთვე გამოსცადოს ფიზიკის სხვა დარგებიც, მაგალითად, კონდენსირებული გარემოს ფიზიკა.

ერეკლესთვის უნივერსიტეტის არჩევისას მნიშვნელოვანი იყო სასწავლო გარემო, განსაკუთრებით კი, ლაბორატორიების მოწყობა და კვლევითი შესაძლებლობების მრავალფეროვნება. Emory University კი ამ კუთხით საუკეთესო აღმოჩნდა მისთვის.

15 02