GE

ეკონომიკის ოლიმპიადა 2024

02 მარტი 2024

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე მეორედ ტარდება ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს ქვეყანაში. ოლიმპიადაში მონაწილეობა X-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით.

ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდის ტესტირება 17, 18 და 19 მარტს ჩატარდება. 17 მარტს სკოლის რაუნდის კონკურსში თბილისის სკოლები ჩაერთვებიან, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

ასევე, ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის კონკურსი და ღონისძიება, რომელშიც 200 გამარჯვებული მოსწავლე და ოლიმპიადის კოორდინატორი მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, ჩატარდება თავისუფალ უნივერსიტეტში.

თავისუფალი უნივერსიტეტი ეროვნული რაუნდის 10 მაღალი შედეგის მქონე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიდან შეარჩევს 3 საპრიზო ადგილს და გადასცემს სწავლის დაფინანსების ვაუჩერებს. შერჩეული მოსწავლეები შეძლებენ სწავლის დაფინანსებას თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში:


- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა.

თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სასწავლო ვაუჩერების ოდენობა შეადგენს:
- პირველი ადგილის შემთხვევაში 2 000 ლარს
- მეორე ადგილის შემთხვევაში 1 500 ლარს
- მესამე ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარს

ეკონომიკის ოლიმპიადის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/olympiad

ეკონომიკის ოლიმპიადის პარტნიორია თავისუფალი უნივერსიტეტი.

ეკონომიკის ოლიმპიადის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi)

გენერალური სპონსორია Economic Fundamentals Initiative (EFI)

ოლიმპიადის სპონსორია საქართველოს ბანკი

მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG)

02.03