De Re Publica 2024-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
21 მაისი 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული შემეცნებითი კონკურსის De Re Publica-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში.
კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამით.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი:
I ადგილი – თათია ჩხუტიაშვილი - 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
II ადგილი – თემო ქიტიაშვილი - 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
III ადგილი – ნატალი ბუზალაძე - 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
ცოდნის ფონდის სასწავლო გრანტი თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში სწავლას დააფინანსებს და 8 სემესტრზე გადანაწილდება.